Loading

ჩვენს შესახებ

რენდომ სისტემს ჯორჯია საერთაშორისო კომპანიის Random Systems International-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ Random Group-ს მიეკუთვნება. რენდომ სისტემსი საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული პირია, რომელმაც უნიკალური მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სისტემა დანერგა. ამ სისტემის დახმარებით კომპანია სათამაშო ინდუსტრიის პროდუქტებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას უწევს მონიტორინგს. 

ჩვენი ძირითადი საქმიანობაა თამაშობების ორგანიზატორებისა და მიმწოდებლების ზედამხედველობა, მთლიანად სათამაშო ინდუსტრიის მონიტორინგი და კონტროლი. 
ასევე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, სათამაშო ბიზნესში მოქმედი მსოფლიო   პრაქტიკის და სტანდარტების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის რჩევების და რეკომენდაციების გაცემა - მათი ეტაპობრივი განხორციელების მიზნით. ეს საბოლოოდ სამართლიანი თამაშისთვის საჭირო პირობების შექმნას ემსახურება.
კონტროლის ელექტრონული სისტემის მიერ სათამაშო პროცესის სრული მონიტორინგი და კონტროლი მიმდინარეობს მოთამაშეების ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გარეშე.

ჩვენი მისიაა სათამაშო ბიზნესი საქართველოში გახდეს მეტად გამჭვირვალე, სახელმწიფოს გააჩნდეს კონტროლისა და მონიტორინგის დახვეწილი და თანამედროვე საშუალებები, რაც გაზრდის მოთამაშეთა ნდობას პროცესის მიმართ და უზრუნველყოფს სამართლიან თამაშს რეგულირებად გარემოში. თავის მხრივ კი სწორად განვითარებული სარეგულაციო ჩარჩოს პირობებში ქვეყანაში შესაძლებელია გაჩნდეს ეკონომიკის განვითარების დამატებითი საშუალებები და მიმზიდველი გარემო მოცულობითი უცხოური ინვესტიციებისთვის. 

scroll

ყველა სიახლე

რენდომ სისტემს ჯორჯია საერთაშორისო კონფერენციაზე IMGL

ფლორიდაში დღეს იხსნება IMGL ( (International Masters of Gaming Law) საგაზაფხულო კონფერენცია. ასოციაცია IMGL მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამასზე მეტ წევრს აერთიანებს. ასოციაციის წევრები არიან სათამაშო ბიზნესის სფეროს წამყვანი ექსპერტები საკუთარ იურისდიქციებში, ისინი მსოფლიოში აზარტული თამაშების კანონმდებლობისა და რეგულაციების სფეროში განვითარებულ პროცესებს ზედმიწევნით კარგად იცნობენ. ასოციაციას საგანმანათლებლო მისია აქვს. ის ყოველწლიურად ორ ძირითად საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რაც ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის  ცოდნის გაღრმავების, ასევე კავშირების გამყარების საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა. რენდომ სისტემს ჯორჯიას კონფერენციაზე წარმოადგენს გიორგი წამალაიძე - კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. როგორც კონფერენციის სპიკერი, გიორგი ისაუბრებს 2024 წელს  სათამაშო ინდუსტრიის რეგულირების მიზნებსა და არსებულ რეალობას შორის ბალანსის აუცილებლობაზე.