სათამაშო ბიზნესის პორტალი

სათამაშო ბიზნესის ნებართვის მაძიებლებსა და მფლობელებს შეუძლიათ შესაბამისობის პორტალით სარგებლობა ტექნიკური მოთხოვნების წარმოდგენისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით 

გადადი პორტალზე

რეგულირებული სათამაშო ბიზნესი საქართველოში

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა სათამაშო ბიზნესის კონტროლის მიზნით რიგი ვალდებულებები და ამასთან, კანონით დადგინდა შერჩეული პირის მიერ კონტროლის ერთიანი სისტემის დანერგვის უფლებამოსილება.

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალდებულება კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ხელი მოეწერა შერჩეულ პირთან შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოში სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების შესახებ“.

გაცნობებთ, რომ შერჩეულ პირს წარმოადგენს და შესაბამისად, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს მალტის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და რეგისტრირებული კომპანია Random Systems International Limited-ი (საიდენტიფიკაციო კოდი C87821). შერჩეული პირი მის უფლებამოსილებებს განახორციელებს უშუალოდ ან შვილობილი კომპანიის - შპს „რენდომ სისტემს ჯორჯია“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 405323948) მეშვეობით.

ოპერატორთა კატეგორიები, რომლებისთვისაც სავალდებულოა კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრაცია

 "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრაცია სავალდებულოა შემდეგი ოპერატორებისთვის: 

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშების ორგანიზატორები 
  • თამაშების ან/და არსებითი სერვისების მომწოდებლები
  • ტოტალიზატორები
  • სათამაშო აპარატების სალონები/კლუბები
  • სათამაშო აპარატების მწარმოებლები
  • სამორინეს მენეჯმენტ სისტემების მომწოდებლები

ზემოაღნიშნული ოპერატორები უნდა დარგისტრირდნენ შესაბამისობის პორტალზე.

პასუხისმგებლიანი თამაშის სრული შესაბამისობა

მონიტორინგის საკითხების გადაწყვეტა რეგულირებადი სათამაშო ბიზნესისათვის.

Random Systems Georgia არის  Random Systems International-ის (RSI) შვილობილი, რომელიც თავის მხრივ,  Random Group -ის, საყოველთაოდ ცნობილი მალტური კომპანიის წევრია. Random Group პასუხსმგებლიანი და სამართლიანი თამაშის გადაწყვეტაში მსოფლიო ლიდერი და ექსპერტია.

Random Group მუშაობს მთავრობებთან, სხვადასხვა სტრუქტუერბთან და მარეგულირებელ კომისიებთან მსოფლიო მასშტაბით პასუხისმგებლიანი და სამართლიანი თამაში პოლიტიკის, პროცედურების, მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემების შექმნის მიზნით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ოპერატორებთან (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად მოწყობილი თამაშების მიმართულებით), რათა დავეხმაროთ მათ სარეგულაციო პოლიტიკასთან შესაბამისობაში, რაც მიმართულია პასუხისმგებლიანი და სამართლიანი თამაშების პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვაზე. 

ჩვენი სერვისების ფართო არეალი მოიცავს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, კანონმდებლობის შექმნა/დახვეწას, სარეგულაციო მონიტორინგს და ზედამხედველობას, სტრატეგიულ და ტაქტიკურ დაგეგმარებას ბაზარზე შემოსვლის სურვილიდან ნებართვის მიღებისა და საოპერაციო ეტაპებამდე.

ჩვენი სამი ძირითადი კორპორატიული პრინციპია:

  • სათამაშო ოპერაციები მუდმივად უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე.
  • მოწყვლადი პირები და არასრულწლოვნები უნდა იყვნენ დაცულნი.
  • სათამაშო აქტივობებისას არ უნდა ხდებოდეს კანონის დარღვევა და ფულის გათეთრება.

რეგულატორები მუდმივად დგანან გამოწვევის წინაშე, როდესაც ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება, ხოლო სარეგულაციო პოლიტიკა მას ფეხს ვერ უწყობს. დღეს იმისათვის, რომ რეგულირება სწორად და ეფექტურად განხორციელდეს, რეგულატორებმა უნდა მოარგონ არსებული სარეგულაციო პოლიტიკა ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტურ განხორციელებას თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. RSI-მ შექმნა და განავითარა ინოვაციური ნოუ-ჰაუ და ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც დაფუძნებულია არსებულ ფიზიკურად მოწყობილი სათამაშო დაწესებულებების წარმატებებსა და ექსპერტიზაზე და აერთიანებს ონლაინ სათამაშო სისტემების ტექნოლოგიასთან. 

  • სტანდარტები: ჩვენ ვაერთიანებთ და ვიყენებთ დიდი ხნის განმავლობაში არსებულ და გამოცდილ სტანდარტებს ინდუსტრიაში.
  • მონაცემები: სარეგულაციო ზედამხედველობის მიზნებისთვის ჩვენ მოვიპოვებთ მონაცემებს რამდენიმე წყაროდან, რომლებიც გენერირებულია სათამაშო მოწყობილობების მიერ.
  • ტექნოლოგია: ფიზიკურად მოწყობილი სათამაშო დაწესებულებები იყენებენ შედარებით ძველ, SAS ან G2S პროტოკოლებს მაშინ, როდესაც ონლაინ სათამაშო აქტივობების საწყისი წერტილი გაცილებით უფრო განვითარებული იყო. ჩვენ შევაერთეთ ეს ორი,  რათა შეგვექმნა  შეუფერხებელი და უწყვეტი ინტერფეისი, რომელიც ინტეროპერირებადი და სანდოა.

განვითარებული ტექნოლოგიური მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვა შესაძლებელს გახდის რეგულატორისთვის, ექსპონენტურად გაზარდოს მოთამაშეთა აქტივობებისა და ოპერატორთა მიერ სარეგულაციო პოლიტიკასთან შესაბამისობის კონტროლი.

ჩვენი შესრულებული სამუშაო მოიცავს მრავალ იურისდიქციას, მათ შორის:

  • მალტა
  • ნიუ ჯერსი, აშშ
  • კალიფორნია, აშშ
  • ლაგოსი, ნიგერია
  • საქართველო
  • მექსიკა
  • რუმინეთი

მიიღე ინფორმაცია

თუ გნებავთ მეტი ინფორმაციის მიღება ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ ელ. ფოსტის მეშვეობით. 

Random Systems Georgia

კომპანია, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდით: 405323948