პასუხისმგებლიანი თამაშის სრული შესაბამისობა
მონიტორინგის საკითხების გადაწყვეტა რეგულირებადი სათამაშო ბიზნესისათვის.
Random Systems Georgia არის Random Systems International-ის (RSI) შვილობილი, რომელიც თავის მხრივ, Random Group -ის, საყოველთაოდ ცნობილი მალტური კომპანიის წევრია. Random Group პასუხსმგებლიანი და სამართლიანი თამაშის გადაწყვეტაში მსოფლიო ლიდერი და ექსპერტია.
Random Group მუშაობს მთავრობებთან, სხვადასხვა სტრუქტუერბთან და მარეგულირებელ კომისიებთან მსოფლიო მასშტაბით პასუხისმგებლიანი და სამართლიანი თამაში პოლიტიკის, პროცედურების, მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემების შექმნის მიზნით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ოპერატორებთან (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად მოწყობილი თამაშების მიმართულებით), რათა დავეხმაროთ მათ სარეგულაციო პოლიტიკასთან შესაბამისობაში, რაც მიმართულია პასუხისმგებლიანი და სამართლიანი თამაშების პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვაზე.
ჩვენი სერვისების ფართო არეალი მოიცავს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, კანონმდებლობის შექმნა/დახვეწას, სარეგულაციო მონიტორინგს და ზედამხედველობას, სტრატეგიულ და ტაქტიკურ დაგეგმარებას ბაზარზე შემოსვლის სურვილიდან ნებართვის მიღებისა და საოპერაციო ეტაპებამდე.
ჩვენი სამი ძირითადი კორპორატიული პრინციპია:
- სათამაშო ოპერაციები მუდმივად უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე.
- მოწყვლადი პირები და არასრულწლოვნები უნდა იყვნენ დაცულნი.
- სათამაშო აქტივობებისას არ უნდა ხდებოდეს კანონის დარღვევა და ფულის გათეთრება.
რეგულატორები მუდმივად დგანან გამოწვევის წინაშე, როდესაც ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება, ხოლო სარეგულაციო პოლიტიკა მას ფეხს ვერ უწყობს. დღეს იმისათვის, რომ რეგულირება სწორად და ეფექტურად განხორციელდეს, რეგულატორებმა უნდა მოარგონ არსებული სარეგულაციო პოლიტიკა ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტურ განხორციელებას თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. RSI-მ შექმნა და განავითარა ინოვაციური ნოუ-ჰაუ და ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც დაფუძნებულია არსებულ ფიზიკურად მოწყობილი სათამაშო დაწესებულებების წარმატებებსა და ექსპერტიზაზე და აერთიანებს ონლაინ სათამაშო სისტემების ტექნოლოგიასთან.
- სტანდარტები: ჩვენ ვაერთიანებთ და ვიყენებთ დიდი ხნის განმავლობაში არსებულ და გამოცდილ სტანდარტებს ინდუსტრიაში.
- მონაცემები: სარეგულაციო ზედამხედველობის მიზნებისთვის ჩვენ მოვიპოვებთ მონაცემებს რამდენიმე წყაროდან, რომლებიც გენერირებულია სათამაშო მოწყობილობების მიერ.
- ტექნოლოგია: ფიზიკურად მოწყობილი სათამაშო დაწესებულებები იყენებენ შედარებით ძველ, SAS ან G2S პროტოკოლებს მაშინ, როდესაც ონლაინ სათამაშო აქტივობების საწყისი წერტილი გაცილებით უფრო განვითარებული იყო. ჩვენ შევაერთეთ ეს ორი, რათა შეგვექმნა შეუფერხებელი და უწყვეტი ინტერფეისი, რომელიც ინტეროპერირებადი და სანდოა.
განვითარებული ტექნოლოგიური მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვა შესაძლებელს გახდის რეგულატორისთვის, ექსპონენტურად გაზარდოს მოთამაშეთა აქტივობებისა და ოპერატორთა მიერ სარეგულაციო პოლიტიკასთან შესაბამისობის კონტროლი.
ჩვენი შესრულებული სამუშაო მოიცავს მრავალ იურისდიქციას, მათ შორის:
- მალტა
- ნიუ ჯერსი, აშშ
- კალიფორნია, აშშ
- ლაგოსი, ნიგერია
- საქართველო
- მექსიკა
- რუმინეთი